საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე, ე.წ რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
2017/02/14 16:02:04
ნანახია: 1228 ჯერ