ომი გრძელდება უკრაინაში. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გამთენიისას ლვოვზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც. ადგილობრივი მედია ექვსი აფეთქების შესახებ ავრცელებს ცნობას და აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ქალაქს საზღვრის მეორე მხრიდან, S-300 ტიპის კომპლექსებიდან გასროლილი რაკეტებით შეუტიეს.
დრონების გამოყენებით თავდასხმა მოხდა ოდესის ოლქზე. საჰაერო ძალები ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმის საფრთხის შესახებ, მირგოროდის, ჩერკესისა და პოლტავის ოლქებს აფრთხილებენ
კომენტარები