ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების 80 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. უკვე რამდენიმე წელია ღონისძიებას ახალი ნომინაცია „წლის საუკეთესო გუნდი“ დაემატა , რომელიც 2024 წელს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომელთა გუნდს გადაეცა, ერთობლივი წარმატებული პროექტისთვის სახელწოდებით – ,,გადასახადის გადამხდელთა ქცევის რეიტინგი“.
,,უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დამდეგ ახალ 2024 წელს და შობის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და წარმატებებს. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და სანიმუშო თანამშრომლობისთვის. სამსახურის თითოეული თანამშრომლის აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით, სრულად შესრულდა კანონით ნაკისრი ვალდებულებები. გმადლობთ, კეთილსინდისიერებისა და ერთგულებისთვის“, -აღნიშნა ლევან კაკავამ.
დაჯილდოვების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე და მოადგილეები, ირაკლი შარტავა, ვლადიმერ ხუნდაძე, ლევან წითელაშვილი, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.