იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
1-ელ იანვარს ცენტრალურ იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ იაპონიის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია.
დაახლოებით 33 000 ოჯახმა გასული ღამე ელექტროენერგიის გარეშე გაატარა, შეზღუდულია წყლის მიწოდებაც.
კომენტარები