“პროკურატურა ვერ ასაჯაროებს ბევრ გარემოებას, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ გამოძიების ინტერესებს ხელი არ შეეშალოს”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ განვითარებული პროცესების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას თავისი დღის წესრიგი აქვს.
„პროკურატურას აქვს თავისი დღის წესრიგი. პროკურატურას აქვს ინტერესი, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი. ამიტომ ის თუ დღეს ვერ ასაჯაროებს ბევრ გარემოებას, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ გამოძიების ინტერესებს ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები