ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.
კომენტარები