საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს, აჰმედ აბულღეითს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო ბოლო წლების განმავლობაში, არაბულ სახელმწიფოებთან მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის – დიპლომატიური ურთიერთობების გაფართოება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება.
გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას, ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა არაბულ სახელმწიფოთა ლიგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გენერალური მდივანი აჰმედ აბულღეითი საქართველოში მიიწვია.
გიორგი კვირიკაშვილი არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს შეხვდა
2017/02/17 17:29:01
ნანახია: 1380 ჯერ