დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაში განაცხადეს, რომ გასული კვირის განმავლობაში, უკრაინაში სახმელეთო საბრძოლო მოქმედებები კვლავ ხასიათდებოდა სტატიკური ფრონტის ხაზით ან რუსეთის ძალიან თანდათანობითი, ლოკალური წინსვლებით ფრონტის ძირითად სექტორებში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
“ჩრდილოეთით, კუპიანსკის მახლობლად, რუსეთის დასავლეთის ძალების ჯგუფი აგრძელებს ფართომასშტაბური, მაგრამ უშედეგო შეტევითი ოპერაციის ჩატარებას. დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში, უკრაინამ შეინარჩუნა სტაბილური ფრონტის ხაზი ბახმუტის ირგვლივ რუსეთის მცირემასშტაბური თავდასხმების ფონზე. დონეცკის ცენტრალურ ნაწილში ავდიივკაში კვლავ აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს”, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის საინფორმაციო ბიულეტენში.
კომენტარები