აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დემოკრატიის დაცვა მისი პრეზიდენტობის მთავარ საქმედ დარჩება.
“ამ წმინდა პირობას ვდებ. ამერიკული დემოკრატიის დაცვა და შენარჩუნება, როგორც ეს იყო, დარჩება ჩემი პრეზიდენტობის მთავარ საქმედ”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
“მაშინ, როდესაც საარჩევნო წელს ვიწყებთ, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: საარჩევნო ბიულეტენზე დემოკრატია და თქვენი თავისუფლებაა აღნიშნული. შიშისგან თავისუფლება. ვიმსჯელებთ, ერთმანეთს არ დავეთანხმებით. დემოკრატიის გარეშე პროგრესი შეუძლებელია. იფიქრეთ ამაზე. დემოკრატიის ალტერნატივა დიქტატურაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები