თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყენა. საქმე ეხება ბიუჯეტიდან ცხრა მილიონი ლარის გაფლანგვას. წინასწარი ინფორმაციით, სხდომას ბრალდებული დისტანციურად დაესწრება.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.
კომენტარები