ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“სამძიმრის წერილი
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წმ.ეკატერინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის მღვდელი იოანე სიჭინავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს. მამა იოანე გამოირჩეოდა კეთილ-კრძალულობით, უბრალოებით და მოყვასისადმი სიყვარულით და თავდადებით, ის იყო შვიდი შვილის მამა. სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა”.
კომენტარები
