ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ყოველთვის ვცდილობ რელიგიურ თემებზე არ გამოვთქვა საკუთარი აზრი. რწმენა ჩემია. მე ვარ ორთოდოქსი ქრისტიანი, არავისთან ვკამათობ რწმენაზე, ვლოცულობ და როცა შინაგანი მოთხოვნილება მაქვს დავდივარ ტაძარში. საკუთარი ცხოვრების თავისებურების გამო, სამწუხაროდ კალენდარულ ქრისტიანულ ცხოვრებას ვერ მივდევ და არც სხვას განვსჯი ამის გამო.
მატრონა მოსკოველი კანონიკური წმიდანია, მისი აქ ჩამოტანილი ხატი კი არაკანონიკურია. თვით რუსეთშიც აკრძალეს იგი. პოლიტიკურ ტექნოლოგიებსა და მანიპულაციებში ოდნავ გამოცდილი ადამიანისათვის ცხადია, რომ ხატის გამოფენა, მისი “აღმოჩენა” თვითმარქვია, კრიმინალი “დეკანოზის” მიერ და ცნობილი ქუჩის სალახანა ნატაფერაძის მიერ ხატზე თავდასხმა, წარმოადგენს ერთი სცენარის სიუჟეტებს. დადგმული სცენარის მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია და ნიჰილიზმის დანერგვა ახალგაზრდებში.
ეკლესია სალოცავადაა შექმნა ქრისტემ და არა პოლიტიკური ბრძოლის ადგილად”.
მე ასე ვფიქრობ.
