ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის გამო არსებობს იმის რისკი, რომ „ჰეზბოლა“ თავს დაესხმევა ამერიკელებს, მათ შორის აშშ-ის ტერიტორიაზეც. ამის შესახებ Politico სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომის მქონე ოთხ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
მათი განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ პირველ რიგში შეიძლება თავს დაესხეს ამერიკულ ჯარებს ახლო აღმოსავლეთში. ასევე სადაზვერვო სამსახურებს აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ჰეზბოლა“ შეიძლება განიხილავდეს თავდასხმას ამერიკელ დიპლომატებზე ან ჯარზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა, რეგიონში დაძაბულობის ზრდასთან ერთად იზრდება იმის ალბათობა, რომ „ჰეზბოლამ“ შესაძლოა აშშ-ის ტერიტორიაზე განახორციელოს იერიში.
სადაზვერვო სამსახურებში ასევე მიიჩნევენ, რომ „ჰეზბოლას“ აქვს ისეთი შესაძლებლობები, როგორიც არ აქვს რეგიონში მოქმედ სხვა დაჯგუფებებს.