სერიალ „ფაუდას“ მსახიობი იდან ამედი, რომელიც ღაზის სექტორში მიმდინარე ომში მძიმედ დაიჭრა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გაწერეს. ამის შესახებ ისრაელური მედია იტყობინება.
ამჟამად მსახიობი რამათ-განის საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობს.
საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, ამედის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
იდან ამედი, რომელიც „ჰამასთან“ ომის დაწყების შემდეგ ისრაელის ჯარში რეზერვისტის სტატუსით გაიწვიეს, 9 იანვარს, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მძიმედ დაიჭრა.
კომენტარები