ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატი ლაი ცინდე (ასევე ცნობილი როგორც უილიამ ლაი) ლიდერობს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
კონკურენტებმა – „გომინდანის“ წარმომადგენელმა, ჰოუ იუიმ და „ტაივანის სახალხო პარტიის“ ლიდერმა, კო ვენჯემ – უილიამ ლაის არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უკვე დათვლილია ხმების 90%.
დღეს ტაივანში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართა. ტაივანის პარლამენტი 113 დეპუტატისგან შედგება, მათგან 73 მაჟორიტარია, 34 პარტიული სიით აირჩევა, 6 ადგილი კი კუნძულის აბორიგენი ხალხების წარმომადგენლებისთვისაა გამოყოფილი. საპარლამენტო არჩევნებში 16 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
კომენტარები