სინოპტიკოსი ნინო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით უახლოეს დღეებში, ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. მისივე განცხადებით, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, გვექნება უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. თბილისში იქნება თოვლი, იქროლებს სუსტი ქარი და დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე აიწევს. მომდევნო დღეები საქართველოში უკეთესია და გამოდარებას ველოდებით“, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნინო ელისაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
კომენტარები
