ლაგოდეხში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. ეროვნული დროშები გამოიფინა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე და მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში.
ახლად რეაბილიტირებული პარკიდან ეროვნული სამოსით შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა „მრავალჟამიერის“ ფონზე ქართული დროშით მსვლელობა გამართეს და მერიის შენობის წინ, სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების მონაწილეებს სახელმწიფო დროშის დღე და ქართული თეატრის დღე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მიულოცა და ლაგოდეხის დრამატული და საბავშვო თეატრის დასის წევრებს მადლობის სიგელები გადასცა.
კომენტარები