ამერიკის თავდაცვის მდივანს სამედიცინო დახმარება ისევ ესაჭიროება და საავადმყოფოდან მისი გამოწერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
პროსტატის კიბოს ოპერაცია ლოიდ ოსტინს გასული წლის დეკემბერში ჩაუტარეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა 1-ელ იანვარს განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მას საშარდე გზების ინფექცია განუვითარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იცოდა.
კომენტარები