ისრაელის ქალაქ რაანანაში პალესტინელი წარმოშობის პირი ქვეითებს ავტომობილით გამიზნულად დაეჯახა და ცივი იარაღით თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი და დაშავებულია 17, მათგან ოთხი მოზარდია.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილმა საერთო ჯამში სამი ავტომობილი გაიტაცა და თავდასხმა ქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზეგანახორციელა.
ის პოლიციამ დააკავა, ასევე დაპატიმრებულია მასთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი ჰებრონის მკვიდრია.
კომენტარები