„ოპოზიცია არის დაქსაქსული. კოორდინაცია აბსოლუტურად დაკარგული აქვთ. ახლა არის მცდელობა, რომ რაღაც კონტექსტში გაერთიანდნენ და შეიქმნას თითქოსდა დამოუკიდებელი ვექტორი, რომელიც არ იქნება ასოცირებული არც „ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ არიან და არაფრით განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“. მომავალ არჩევნებზე მათი შანსები არის ნულოვანი. საზოგადოების მხრიდან მათ არასდროს ჰქონიათ ის მხარდაჭერა, რომ თუნდაც ბარიერის დაძლევა შეძლონ“, – განაცხადა მიქანაძემ.
კომენტარები