ისრაელის ქალაქ ნეთივოთის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ნეთივოთის მიმართულებით არაბული ანკლავიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, ქალაქში შეინიშნება სარაკეტო მოქმედებები, თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, რაკეტები მაღაზიას და საწყობს მოხვდა.
ნეთივოთზე თავდასხმა არის ყველაზე დიდი სარაკეტო იერიში ღაზიდან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
კომენტარები