„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.
დელეგაციამ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა როგორც ჩინეთის რესპუბლიკის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან.
გუშინ მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს დელეგაცია დღეს შანხაიში გამართავს.
კომენტარები