ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა თავიანთი ძალისხმევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეჩერებაზე უნდა გაამახვილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი გააგრძელებს ექსპანსიას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
“ყველაზე მეტად უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია მაშფოთებს. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ რუსეთს, არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი უფრო შორს წავიდეს და დაიწყოს ახალი აგრესიული ომები და ისინი ღიად საუბრობენ ამაზე”, – აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
კომენტარები