ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე, ნაიმ ყასემი ისრაელს აფრთხილებს, რომ მძიმე დარტყმას მიიღებს, თუ ის გააფართოებს კონფლიქტს ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვრის გასწვრივ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
“თუ ისრაელი აგრესიის გაფართოებას გადაწყვეტს, საპასუხოდ სახეში სილას მიიღებს”, – აღნიშნა „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილემ.
“მტერმა უნდა იცოდეს, რომ პარტია მზადაა, რომ ჩვენ ვემზადებით იმ პრინციპით, რომ შეიძლება მოხდეს გაუთავებელი აგრესია, ისევე, როგორც ჩვენი სურვილი, აგრესია მოვიგერიოთ, უსასრულოა”, – დასძინა მან.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრიმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ “თუ ვერ მივაღწევთ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომლის ფარგლებში „ჰეზბოლა“ პატივს სცემს ჩრდილოეთში მცხოვრებთა უფლებას, იცხოვრონ უსაფრთხოდ, უსაფრთხოების ძალის გამოყენებით უზრუნველყოფა მოგვიწევს”.