სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის მიერ მიტანილ იერიშს ირანული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ოთხი წევრი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, მოკლულთა შორისაა „გუშაგთა კორპუსის“ საინფორმაციო ქვედანაყოფის მაღალჩინოსანი.
Reuters-ის წყაროს ცნობით, ისრაელმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა მრავალსართულიან სახლზე, რომელიც დამასკოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. იერიშის შედეგად სახლი სრულად განადგურდა. სააგენტოს კიდევ ერთი წყაროს ცნობით, შენობაში სირიაში მომუშავე ირანელი მრჩევლები ცხოვრობდნენ.
კომენტარები