გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩურკინი ნიუ იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
გაერო-ში რუსეთის ელჩს ხვალ 65 წელი შეუსრულდებოდა. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.
კომენტარები