“ნადეჟდა სავჩენკოს გადაცვლა, როგორც არ უნდა შეფუთონ, ქერის და დასავლეთის ზეწოლის შედეგია”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გენერალი ამირან სალუქვაძე.
“სავჩენკოს გათავისუფლება და მინისკი -2-ის შეთანხმებების შესრულება იყო სანქციების მოხსნის წინაპირობები. თუ გახსოვთ ეს განცხადებები გააკეთა ქერიმ მოსკოვში ვიზიტის და პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
დღევანდელი სიუჟეტები და დაღუპული ჟურნალისტების ქვრივების თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა სავჩენკოს შესაწყალებლად, სახის შესანარჩუნებელი სპექტაკლი იყო.
ნადეჟდა სავჩენკოს შეწყალების შემდეგ რუსეთი გაააქტიურებს ძალისხმევას სანქციების მოხსნის მიმართულებით”,-წერს სალუქვაძე.
კომენტარები