საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. პრეზიდენტის თქმითვე, ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსახვავებული და ღია დისკუსიის შესაძლებლობა.
”პირველ რიგში, მინდა ყველას გაგიზიაროთ სიხარული იმისა, რომ პატრიარქი დაბრუნდა საქართველოში, თავს გრძნობს მხნედ, ჯანმრთელად. პატრიარქთან ერთად ჩვენ შევხვდით ჩვენს მეუფეებს. მე დავესაწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი თავყრილობას, პატრიარქი და მეუფეებიც ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. ეს არის თათბირი სადაც ყველას აქვს განსახვავებული, ღია დისკუსიის შესაძლებლობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.