“ყველა ის პრობლემა და კონსტრუქციული მოთხოვნა, რომელიც “აუდიტორია115″-ს ქონდა მოგვარებულია ან მოგვარების პროცესშია. ეს მათაც ძალიან კარგად იციან”, – ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.
“როდესაც ადამიანებს უნდათ რადიკალური ფორმით გამოხატონ თავისი შეხედულებები, დაბლოკონ თავისი თანატოლი სტუდენტების სწავლა, დაბლოკონ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების და ტელევიზიის საქმიანობა. ვფიქრობ, აქ საქმე ახალგაზრდობის პოლიტიკასთან არ გვაქვს, ეს არის კონკრეტული ადამიანების მცირე ჯგუფის გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს ასეთი ფორმით…
ახალგაზრდობასთან ურთიერთობა რომ არის ჩემს კომპეტენციაში, ამიტომ “აუდიტროია115″-სთვის კარი ყოველთვის ღია იყო, თუმცა ისინი ირჩევენ ამ კარში შემოსვლას, ტელევიზიის კარში ძალით შეჭრას”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.