ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან „ავერსის“ კლინიკაში გადაჰყავთ. დეკანოზი საავადმყოფოდან უკვე გაიყვანეს და რეანიმობილით, საბადრაგო სამსახურის თანხლებით, წაიყვანეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრში პარასკევს მოათავსეს. ის გონების დაკარგვის გამო შევიდა კლინიკაში, თუმცა გარდა ამისა, მას პნევმონია (ფილტვების ანთება) დაუდგინდა. ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ სხვადასხვა გამოკვლევები გახდა საჭირო, რის გამოც დეკანოზი „ავერსის“ კლინიკაში გადაჰყავთ.
კომენტარები