“მინდა, კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, დავაფიქსირო თუნდაც ჩემი აქ მოსვლით, ჩემი მხარდაჭერა თქვენი არხის მიმართ,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის აზრით, რუსთავი2 ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტელევიზიაა და საქართველოს მოსახლეობისთვის კრიტიკული მედიის არსებობა ძალიან მნიშნელოვანია.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსთავი2-ს მხარი ისეთმა ადამიანებმაც დაუჭირეს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტელევიზიის ინტერპრეტაციას არ ეთანხმებიან.
„ის ეფექტური ნაბიჯი, რომელიც თქვენ გადადგით რუსთავი2-ის ერთდღიანი გათიშვით, იმ ადამიანებსაც დაანახა, რამდენად მწირია მედიაგარემო ნებისმიერი არხის შეჩერებისას,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარები