„დავით ნარმანია თავად გადაწყვეტს, როდის მოვა საკრებულოში“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ნარმანიას დაბარების საკითხს.
„არანაირი კითხვის ნიშნები საკანონმდებლო მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულო კოლეგიალური ორგანოა, აღნიშნულ საკითხს განსახილველად შევიტანთ“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ერთი მილიონი ლარის ღირებულების ქონების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერ დავით ნარმანიას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ.
კომენტარები