პარლამენტის ვიცე-სპიკერ ვოლსკის თქმით, ე.წ.ციანიდის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრები და საუბარი საპატრიარქოსთან მნიშვნელოვანია, რადგან ის სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია.
,,საუბარი და შეხვედრები აუცილებელია განსაკუთრებით იმიტომ, რომ საპატრიარქო უბრალო ინსტიტუტი არ არის, ის სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანია. ინფორმირება სხვა არის, მტკიცებულებების „ჩამოტარება“ – სხვა. ცინიკური ფორმით საუბარი არ არის საჭირო. სახალხო დამცველმაც უნდა გაითვალისწინოს, როდესაც ხვდება დაპატიმრებულს, გამოძიების ელემენტების გარეთ გამოტანა სწორი საქციელი არ არის, რაც მან უკვე გააკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები