ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარული სხდომიდან ”ევროპული საქართველოს” წევრების მიერ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, უმცირესობის წევრები ”მიხვდნენ თუ არა, რომ დაგეგმილი საპარლამენტო საბოტაჟი აღარ გამოსდიოდათ”, დატოვეს სხდომის დარბაზი.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა დანაყოფმა დაიწყო საპროცედურო ომი და წააგო – ეს მოხდა რეგლამენტის სრული დაცვით.
ამავე დროს იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ არ მიეცემოდათ აზრის გამოთქმის საშუალება. შეგიძლიათ თავად ნახოთ ”ნაციონალური მოძრაობის” დარბაზში დარჩენილი ჯგუფის აქტიურობა. ამავე დროს ნიშანდობლივია, რომ საგნობრივი განსჯისას, ბოლო ერთი საათის განმავლობაში შევთანხმდით გაცილებით მნიშვნელოვან და სააგენტოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობის განმსაზღვრელ საკითხებზე, ვიდრე გასულ დღეებში, როდესაც ვისმენდით პოპულისტურ მსჯელობებს დროის გაყვანის მიზნით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.