ამერიკის სენატის უმრავლესობის განცხადებით, თუკი ვაშინგტონი უკრაინას არ დაეხმარება, ეს რუსეთთან ომში მარცხსა და ნატოს დანაწევრებას გამოიწვევს.
ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში ამ საკითხზე გამართული შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული იყო, რაც კი ოდესმე ოვალურ ოფისში გამართულა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრაზე სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერები იმყოფებოდნენ. მათ სამთავრობო ბიუჯეტისა და უკრაინისთვის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების საკითხი განიხილეს.
კომენტარები