თბილისში 22 წლის გოგო მოკლეს. ახალგაზრდა ქალის ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით ორმოში ნახეს. გოგონას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობა სამგორის რაიონში, წინუბანის დასახლებაში მოხდა.
უცნობია რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუშინ ღამის 2 საათისთვის გოგონა სახლში იყო, თუმცა როდის და რატომ გავიდა სახლიდან, მათ არ იციან. ისინი ვარაუდობენ, რომ გოგონას გვიან ღამით ტელეფონზე დაურეკეს.
ოჯახმა 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ძებნა დილით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა არც სახლში და არც სამსახურში აღმოჩნდა. ცხედარი მამამ ამოიცნო.
დილით ვნახეთ დილით 9-10 საათზე. ჩვენ სამუშაოზე გვეგონა, იქაც დავრეკეთ ძამა იქ მუშაობს აეროპორტში საბაჟო რო არის და არ მოსულაო…მივიდა დახედა წამოვიდა, მერე დაეჭვდა, მივიდა გადააბრუნა მამამისმა და ნახა თავის შვილი” ამბობს მეზობელი
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის, თუმცა “მთავარი არხის” ინფორმაციით, პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ის. მომხდარზე გამოძიება შსს-მ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.