ოპოზიციას რომ ადამიანის უფლებები არასდროს ადარდებდა, ეს ვიცით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„სად დგანან ისინი, მათ აინტერესებთ ადამიანის უფლებები, ის ინტერესები რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს, თუ არიან პროპაგანდის მხარეს და არიან ყველა სიბინძურის შემსრულებლები სინამდვილეში?“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.