“ოპოზიციას თითქოს აინტერესებს ვენეციის რეკომენდაციები – გუშინ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა იყო, მაგრამ არცერთი ესწრებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებებში ევროპული გამოცდილება მაქსიმალურად გაითვალისწინა.
„ოპოზიციას თითქოს აინტერესებს ვენეციის რეკომენდაციები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გუშინ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა იყო, მაგრამ არცერთი ესწრებოდა. ჩვენ ვენეციის რეკომენდაციები, იმ ნაწილში, სადაც ვთვლით რომ მისაღები და გასათვალისწინებელია ყველგან გათვალისწინებული გვაქვს. საკანონმდებლო ცვლილებებში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ევროპული გამოცდილება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ , „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვა დაიწყო.