პრეზიდენტი არჩევს ყველაზე უსაქმურ კანონებს, რომელსაც არანაირი შინაარსი არ მოჰყვება – არც ქართველი ხალხის ინტერესებშია და არც მათ ცხოვრებას შეცვლის, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ „ქრონიკამ“ განაცხადა.
„უფრო სწორად, არაფერს არ ცვლის. ისევ იგივე თავმჯდომარე ეყოლება ცესკოს და ისევ იგივენაირი არჩევნები ჩატარდება“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა.
კომენტარები