ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის გრან პრიზე ასპარეზობა დაასრულეს.
ტურნირის ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.
დიუსელდორფის გრან პრიზე ბექა ღვინიაშვილმა (90) ოქრის მედალი მოიპოვა. ღვინიაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ხუსენ ხალმურზაევი იპონით შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე დაამარცხა.
ბექა ღვინიაშვილმა (90) ნახევარფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. მანამდე კი პირველ შეხვედრაში მონღოლი ბატერდენე ბანდიკუს იპონით სძლია, შემდეგ ასევე იპონით გერმანელ მარკ ოდენტალს მოუგო, მესამე დაპირისპირებაში კი ტაჯიკელ კომრონშოხუსტოპირიონს ვაზარით აჯობა.
კომენტარები