ვეტინგის შემოქმედი ადეიშვილი ვნახეთ ჩვენ ფოტოზე – ზურაბ ადეიშვილის გზაზე საქართველო არ დადგება, ვინც არ უნდა მოითხოვოს ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილის რეფორმები ჩვენთვის არ არის მაგალითი, ეს რეფორმები ჩვენ აქ ვნახეთ 2000-იანების დასაწყისში. ეს რეფორმები იყო წამების სისტემის შექმნა, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. თუ უკრაინელებსა და მოლდოველებს სურთ, ასეთმა ადამიანებმა უტარონ რეფორმები, კი ბატონო, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენთან ადეიშვილის რეფორმა არ გატარდება, ვინც არ უნდა მოითხოვოს ეს. მით უმეტეს იმ გასაჯაროებული ფოტოების შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ევროკომისიაში კრიმინალი ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად დაიარება და მაღალი რანგის შეხვედრები აქვს. ყველას მოვუწოდებ გააკეთონ განმარტება, რა არის მათთვის ღირებულება. თუკი ევროპული ღირებულება არის ადეიშვილის რეფორმა, გვითხრან. ამას გულისხმობენ ვეტინგში? გვითხრან და იქნებ ჩვენც გვაქვს ამაზე პასუხი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ბუნდესტაგის შემდეგ მსჯავრდადებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებს ხვდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება და ის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.