ნიგერიის ქალაქ კურიგაში შეიარაღებულმა პირებმა 280-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გაიტაცეს. ამის შესახებ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით BBC წერს.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ბავშვები მოედანზე იყვნენ, როდესაც სკოლაში ათობით შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. მათთან ერთად, გატაცებულია მასწავლებელიც.
კადუნას შტატის გუბერნატორის განცხადებით, გატაცებულებს შორის 187 საშუალო სკოლის, ხოლო 125 დაწყებითი სკოლის მოსწავლეა.
კომენტარები