საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს, ევროკავშირმა უზრუნველყოს აბორტის უფლება ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
“დღეს ბრძოლის დასაწყისია. ჩვენ ვაპირებთ გავუძღვეთ ამ ბრძოლას ჩვენს კონტინენტზე, ჩვენს ევროპაში, სადაც რეაქციული ძალები უტევენ ქალთა უფლებებს, ვიდრე უმცირესობების უფლებებს დაესხმიან თავს”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
“სწორედ ამიტომ მსურს აბორტის გარანტირებული თავისუფლება ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში ჩაიწეროს”, – განაცხადა მაკრონმა.
4 მარტს, საფრანგეთის პარლამენტის ერთობლივმა სესიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს.
კომენტარები