ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას სახელმწიფოს წინაშე მრავალწლიანი სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. ის წლების განმავლობაში ის იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მონაწილეობითა და ჩართულობით. მინდა, მადლობა გადავუხადო მას სახელმწიფოს წინაშე მრავალწლიანი სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას. წარმატებებს ვუსურვებ მას“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.