გვარამია-მელიას ერთობა არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ, საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, გვარამია-მელიას გაერთიანება საარჩევნო ბარიერის გადასალახად არასაკმარისია.
„ის უნდა გაძლიერდეს, რომ ხმები არ დაიკარგოს. გაძლიერდეს „ნაცებთან“ შესვლით ან გაძლიერდეს სხვა პოლიტიკური მოთამაშეების დამატებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ერთიანდებიან.
კომენტარები