თქვენი შვილები უკრაინაში არ დაიღუპებიან, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ Le Monde-თან და BFM-TV-სთან ინტერვიუში.
თებერვლის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები განიხილავენ მომავალში უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას.
“თქვენი შვილები უკრაინაში არ დაიღუპებიან. თუ რუსეთი შეიჭრება ნატოს რომელიმე ქვეყანაში, დიახ, თქვენი შვილები შეიძლება გაგზავნონ ამ ქვეყანაში. ეს სხვა საკითხი იქნება და ეს იქნება ნატოს კოლექტიური გადაწყვეტილება. და ამაზე კომენტარი არ მაქვს. მაგრამ ჩვენი შვილები იღუპებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს რუსეთთან. ჩვენ ვიხდით ყველაზე მძიმე საფასურს”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის, რაც მაკრონს სურს, არის ის, რომ უკრაინა მარტო არ აღმოჩნდეს ერთი ან ორი პარტნიორის წინაშე, მას უკრაინის გარშემო კოალიცია სურს.
“ვიდრე უკრაინა უძლებს, საფრანგეთის არმიას შეუძლია დარჩეს საფრანგეთის ტერიტორიაზე”, – დასძინა მან.