რუსმა ოკუპანტებმა ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქი, კრივი რიჰი დაბომბეს. დაიღუპა სამი და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.
რუსული ავიაციის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გახდა. ქალაქის დაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მინიმუმ სამი რაკეტის აფეთქება დაფიქსირდა, მათ შორის ერთი – ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა.
კრივი რიჰის დაბომბვას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. „რუსეთს საპასუხო დანაკარგებს მივაყენებთ. კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები