ირაკლი კობახიძე საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გამართული შეხვედრა გაიხსენა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება ბატონ სტოლტენბერგს, ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ვისაუბროთ [ნატოსთან] ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები