ახალი – სიტყვის მასალად, თორემ ისე, სრულიად ძველ, გაცვეთილ სვლაზე და პოლიტ-სახეებზე უნდა მოგიყვეთ.
სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ნიკა მელიას ოპონენტების დევნის და რეპრესიების პოლიტიკური გზა ყველამ იცით, ნიკა გვარამიას ზონდერპოლიტიკა და ქართული მედიის მოხრჩობის მცდელობაც ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილია.
გასულ კვირას ორივე ერთ პარტიაში ვიხილეთ, ვითომ ახალში, სინამდვილეში კი ისევ „ნაცმოძრაობაში“.
ფაქტია, 2012 წლის შემდეგ ავტოკრატიული მმართველობის სულისჩამდგმელები ჩაკეტილ წრეზე იმ იმედით დადიან, რომ იქნებ საზოგადოება ერთხელ კიდევ მოატყუონ და როგორმე დაიბრუნონ ძალაუფლება, რომელსაც ისევ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
კომენტარები