ის, რომ გაერო-ს განვითარების ფონდმა დაადასტურა და სხვა ნებისმიერი დონორი ადასტურებს „თბილისი პრაიდის“, ანუ ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებას, უკვე ნიშნავს, რომ ეს ხალხი გადავიდა აშკარა შეტევაზე საქართველოს იდენტობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ის, რომ გაერო-ს განვითარების ფონდმა დაადასტურა და სხვა ნებისმიერი დონორი ადასტურებს „თბილისი პრაიდის“, ანუ ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებას, უკვე ნიშნავს, რომ ეს ხალხი გადავიდა აშკარა შეტევაზე საქართველოს იდენტობის წინააღმდეგ. რაც შეეხება შეფუთვას, თითქოს ეს კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ დავაინიციირებთ, შეიძლება იყოს რუსული და ა.შ., ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ლგბტ – გაუკუღმართებულ ცხოვრებას ეთნოსი არ გააჩნია. ის ებრძვის ქართულსაც, რუსულსაც, ამერიკულსაც, მსოფლიო კაცობრიობას ებრძვის. ლგბტ გაუკუღმართებული ცხოვრების წესი ყველას ებრძვის. ტყუილად ნუ შეეცდებიან, რომ რუსული დაარქვან, ან ნებისმიერი სხვა წარმოშობა, რადგან ეთნოსი ასეთ გაუკუღმართებულ ცხოვრებას არ გააჩნია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი, რომელზეც განიხილეს, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.